აშშ–ს კონგრესმა მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყანაში ფედერალურ დონეზე მარიხუანას ლეგალიზაციას. კანონპროექტით მარიხუანა აკრძალული ნივთიერებების სიიდან ამოიღეს.

დოკუმენტს მხარი 222–მა დემოკრატმა და 5–მა რესპუბლიკელმა დაუჭირა. მათ შორის არის რესპუბლიკელი მეტ გაეცი:

“მე ხმე მივეცი პროექტს იმიტომ, რომ ფედერალური ხელისუფლება დიდხანს ატყუებდა ხალხს. ამის გამო  მთელი თაობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით შავკანიანი ახალგაზრდები ციხეებში ხვდებიან იმ დარღვევისთვის, რომელიც თავისუფლების აღკვეთას არ უნდა იწვევდეს.“– თქვა მან.

რესპუბლიკელმა გრეგ მერფიმ ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა: “ლეგალიზაცია გადასახადების ხარჯზე შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენას გამოიწვევს. რა ფასად ვაპირებთ ამის შემდეგ კოკაინის ლეგალიზაციას? მარიხუანა ეს სასტარტო ნარკოტიკია. უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალში ეს აუცილებლად გამოიწვევს ნარკოტიკების უფრო საშიშ გამოყენებას“– ამბობს ის.

რეფორმის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ კანაფის დეკრიმინალიზაცია აშშ–ში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს. კონგრესის მიერ კანონის მიღების წინააღმდეგ ხმა 158–მა რესპუბლიკელმა მისცა. სენატში მათ უმრავლესობა აქვთ, ამიტომაც სავარაუდოდ დოკუმენტი  სენატში ჩავარდება.

მარიხუანა აშშ–ს 15 შტატში ლეგალიზებულია. სამედიცინო მიზნისთვის მისი გამოყენება კი 36 შტატშია ნებადართული.