აშშ-ს საელჩოს მიღებაზე, ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელს ხელი დაარტყა

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, “ტვ პირველის” მფლობელს, ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა.

წერეთელი ამბობს, რომ ყველაფერი წამებში მოხდა, ისე რომ მიზეზის გარკვევაც ვერ შეძლო.

  • “მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა. მერე ხელი მომქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი მეორემ გამწია და მეორემ მოიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ეს ლაჩრები. ელჩი იყო ალბათ 50 მეტრში, სავარაუდოდ” – ამბობს ვატო წერეთელი.