აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 400 მილიონ დოლარიანი პაკეტი გამოაცხადა.

“უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დაუნდობელი და სასტიკი საჰაერო თავდასხმების ფონზე, საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები გადამწყვეტია. HAWK-ის რაკეტები, რომლებიც განახლდება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის თანხებით, შეავსებს ესპანეთის ბოლო ვალდებულებას, უზრუნველყოს Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები მოწყობილობები, რათა დაეხმაროს უკრაინას ამ საფრთხესთან გამკლავებაში.” – აცხადებს პენტაგონი.

ახალი პაკეტი მოიცავს:

  • რაკეტები Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის;
  • ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემა Avenger და Stinger-ის რაკეტები მათთვის;
  • დამატებითი რაკეტები HIMARS-ისთვის;
  • 21 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი;
  • 155 მმ კალიბრის 500 მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვი;
  • 10 ათასი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების ჭურვი;
  • 100 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWV);
  • 400 ყუმბარმტყორცნი;
  • მცირე შეიარაღება, ოპტიკა და 20 მილიონზე მეტი მცირე იარაღის ვაზნა;
  • მოწყობილობა დაბრკოლებების გასაწმენდად;
  • დამცავი მოწყობილობა ცივი ამინდისთვის.