აშშ უკრაინაში ჰაუბიცების გაგზავნის პროცესის ფოტოებს აქვეყნებს

ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც ასახავს უკრაინაში ჰაუბიცების – М777–ის გაგზავნის პროცესს. მათ აშშს არმია ერაყში და ავღანეთში იყენებდა. სროლის სიშორე მაღალი სიზუსტით 40 კილომეტრამდეა. პენტაგონი არ აკონკრეტებს, ზუსტად როდის არის გადაღებული ეს ფოტოები.