აშშ ჩინეთს Covid19-ის ვაქცინის შექმნის საბოტაჟში ადანაშაულებს

რესპუბლიკელი სენატორი რიკ სკოტი აცხადებს, რომ აშშ–ს აქვ მტკიცებულებები ჩინეთს მცდელობის შესახებ დაამუხრუჭოს ან საბოტაჟი მოუწყოს დასავლეთის ქვეყნების მიერ Covid19-ის ვაქცინის შექმნას.

“ჩვენ ეს ვაქცინა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ კომუნისტური ჩინეთი ცდილობს ეს სამუშაო შეანელოს ან საბოტაჟი მოუწყოს“– განაცხადა მან ბიბისისთან საუბრისას.

სენატორი სკოტი

“ჩინეთს არ უნდა, რომ ჩვენ ეს პირველებმა გავაკეთოთ. მათ გადაწყვიტეს ამერიკელების და ჩემი აზრით მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მოწინააღმდეგეები გახდნენ“– თქვა მან.

სკოტმა არ უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს აშშ–ს, თუმცა აღნიშნავ, რომ ინფორმაცია სადაზვერვო სამსახურებიდან მიიღო.

აშშ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე რჩება. დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2 მილიონს უახლოვდება. გარდაიცვალა 110 000 ადამიანზე მეტი.

ყველაზე ძლიერად ეპიდემიამ ნიუ იორკის შტატს დაარტყა, სადაც კორონავირუსისგან 30 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა ბოლო ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს. თუ აპრილის დასაწყისში ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ადამიანი იღუპებოდოა, ბოლო დღეებში გარდაცვლილთა რიცხვი დღეღამეში 100 ადამიანამდე შემცირდა.