აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზაზე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა

ომატებული ბზარების და ქვისცვენის გამო, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზაზე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

  • აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე მომატებული ბზარების და ქვისცვენის გამო, არსებობს გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება. შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, – ნათქვამია  დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.