“აცრილსაც და გადატანილსაც დაახლოებით ერთნაირი შანსი აქვთ, რომ დაემართოთ კორონაავირუსი. აცრა უკვდავების წყარო არ არის, აქედან გამომდინარე, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება – იღუპება აუცრელი ადამიანი. 1000 აუცრელი ადამიანიდან, რომელიც ავად გახდება, იღუპება სადღაც 14-15 ადამიანი, 1.42-მდე ჩამოვიდა ლეტალობა. 1000 აცრილიდან მაქსიმუმ 1 დაიღუპოს, განსხვავება არის ეს”

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმედის ეთერში.