“აწამეს ბავშვი, გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა” – მშობიარე ქალის ოჯახი, ექიმის გათავისუფლებას ითხოვს

“აწამეს ბავშვი, გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა” – 24 წლის მშობიარე ქალის, ანა ჭყონიას ოჯახს, ისინი ბავშვის გარდაცვალებაში მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ.  ბათუმის კლინიკა “ბაუ”-ში, ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ,  ორსული ქალი კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი ექიმების უყურადღებობა გახდა.

“სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა მისი მდგომარეობა. 2 საათი იყო ღამის რომ მოიყვანეს, იმის შემდეგ აწამეს დილის 10 საათამდე. გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა ბავშვი, ხომ არის ექიმი, ცოდნა ხომ აქვს? ხომ უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. დაიღუპა ალბათ ბავშვი და 20 წუთის მერე იძახდნენ, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი”, – ამბობს მშობიარე ქალის ოჯახის წევრი.

კლინიკის დიერქტორი აცხადებს, რომ კომენტარს მაშინ გააკეთებს როდესაც ექპსერტიზის პასუხი გახდება ცნობილი.