ახალგაზრდა კაცი ქვის საამქროში მძიმედ დაშავდა – ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს

ღამით ჩოხატაურში ახალგაზრდა კაცი ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ექიმებმა კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დაიწყო რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.