ახალგაზრდობის მინისტრი ქვეყნიდან გაქცევის მოსურნე ახალგაზრდებს გააკავებს – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხუმრობით ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის სამინისტრო გამოეყოფა.

“ახალგაზრდობის მინისტრი იდგება აეროპორტის Duty Free ზონაში და ფიზიკურად გააკავებს ქვეყნიდან გაქცევის მოსურნე ახალგაზრდებს, 1 თებერვლიდან”,– წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.

ახალგაზრდობის სააგენტო ყოფილი პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით შეიქმნა. სააგენტოს ხელმძღვანელობს რეზო ჩარკვიანი, რომელიც მანამდე მამუკა ბახტაძის მრჩეველის პოსტს იკავებდა ახალგაზრდულ საკითხებში.

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ახალგაზრდობის სააგენტოს, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნისთვის სახელმწიფო 5 მილიონი ლარით აფინანსებდა. 44 ადამიანის სახელფასო ფონდი 1 150 000 ლარი იყო. კორექტორებული ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოს ბიუჯეტი 1.5 მილიონით შეუმცირდა, შესაბამისად, უნდა დაკორექტირებული სააგენტოს ხარჯვითი ნაწილიც, თუმცა როგორც სსიპ-ის უფროსი რეზო ჩარკვიანი ამბობს, დონორებისგან მოზიდული სახრების გათვალისიწინებით ხარჯვების დაკორექტირება არ მომხდარა.