მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე სანახავია და დიაგნოზი, პროგრესირებადი დემენცია თუ მართლა დასვა მოწვეულმა ექსპერტმა და როგორც ჩანს, დასვა, იმდენად მწვავე ნევროლოგიური პრობლემაა, ასეთი დიაგნოზით შეუძლებელიცაა პატიმრობა გრძელდებოდეს. არ მიყვარს ფამილარული მონიშვნა თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის. ისედაც დარწმუნებული ვარ, არსებობენ ფბ მიმომხილველები ირგვლივ და ხედავენ პოსტებს. ახალი წელი რომ სააკაშვილის შეწყალებით დაიწყოს, რას წავაგებთ? – არაფერს. რას მოვიგებთ? უამრავს და მათ შორის – ქვეყანაში ბევრად გაჯანსაღდება განწყობა, ბევრად შერბილდება პოლარიზება.
პ.ს. არ ვიზიარებ საავადმყოფოში სააკაშვილის წამების ვერსიას. მტკიცებულების გარეშე მედპერსონალს სადისტის იარლიყი მიაკერო, დანაშაულია. არ მინდა ერთი ადამიანის დანდობის თხოვნა სხვების მიმართ დაუნდობლობას ეფუძნებოდეს. ამგვარი რიტორიკისგან დამოუკიდებლად, ვუერთდები თხოვნას, საკმარისად ჩაითვალოს სასჯელი.
ნათია ფანჯიკიძე. ფსიქოლოგი