ახალი წლის ღამეს თბილისის ნაძვის ხეს მაშხალა მოხვდა და დაზიანდა

ფოტო: მთავარი არხი

ახალი წლის ღამეს თბილისის ნაძვის ხე დაზიანდა. მას მოქალაქემ მაშხალა მოარტყა, რის შემდეგაც ნათურების ნაწილი ჩაქრა.

თბილისის მერია აცხადებს, რომ დაზიანებული ნათურების აღდგენის პროცესი უკვე დაიწყეს და ნაძვის ხე პირვანდელ სახეს დღეს საღამოს მიიღებს.