ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული ქალი დღეს გარდაიცვალა

ქუთაისში ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით დაშავებული ქალი  8 იანვარს, გარდაიცვალა.
მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა  და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქუთაისში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.