ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ახალი წლის ღამეს 27 ადამიანი დაშავდა.

უწყების ცნობით, აქედან 8 ადამიანი თბილისში დაშავდა, მათ შორის, ერთი არასრულოწლოვანი. ექვსი ადამიანი კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს.

რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან კლინიკაში 13 ადამიანი გადაიყვანეს.