ახალციხეში ექთანი სავარაუდოდ ვაქცინაციის შემდეგ ცუდად გახდა – ის ხელოვნურ სუნთქვაზეა

ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც. ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში კომაში ჩავარდა, ვაქცინაციამდე ამბობდა, რომ ვაქცინაცია აუცილებელი იყო.ინექციის შემდეგ კი განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდაკლინიკა „იმედის“ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამის შემდეგ გაუკეთეს