ახლაშექმნილი პარტია “რეფორმერი” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

საქართველოში ახალი პარტია “რეფორმერი” დაფუძნდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

პარტიის თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის თქმით, ისინი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

“ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია, რომელიც არ განიხილავს ამ ეტაპზე კოალიციას, არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან. პრეზენტაციაზე, როგორც ვთქვით, ჩვენ, რეალურად გვინდა ჩავატაროთ ღია პრაიმერი და 30 ოლქში ღია წესით ავარჩიოთ კანდიდატები, ეს იქნებიან ჩვეულებრივი სქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან მოტივირებული, მიზანდასახული და აქვთ სურვილი ჩაერთონ ამ პროექტში და მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. არ განვიხილავთ, არც “ნაციონალურ მოძარობასთან” თანამშრომლობას და არც “ევროპულ საქართველოსთან”, არც “ქართულ ოცნებასთან”, – ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.