ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ჩართვა მაქვს იაპონიასთან – ელისო ბოლქვაძე

ქართული ოცნების დეპუტატი ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივად გამართული. მისი თქმით, “იაპონიასთან აქვს ჩართვა” და დაკავებულია.

“კომენტარს ახლა მე, დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ მოგცემთ, ცოტახანში შევხვდეთ, დიდი სიამოვნებით. ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ჩართვა მაქვს იაპონიასთან. ახლა ტყუილად იღებთ, არ მოგცემთ კომენტარს, ძალიან სერიოზული რაღაც მაქვს გასაკეთებელი”,- ამბობს ელისო ბოლქვაძე მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ ნიკა მელიას შესთავაზა, გირაო გადაიხადოს და ისინი სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ. მელიას ადვოკატების შეფასებით, ეს სამართლებრივი ნონსენსია.