“რაკეტა რომელიც ჩვენი მოკავშირე პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა უკრაინული აღმოჩნდა – ახლა მაინც ხომ შეიძლება უკრაინის შეიარაღებაზე მილიარდები აღარ ვხარჯოთ?”

განაცხადა, აშშ-ის ყოფილი  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა უმცროსმა დონალდ ტრამპმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა არის თუ არა უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა. თუმცა რამდენიმე საათის წინ CNN-მა  ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს განუცხადეს, რომ პოლონეთის საზღვართან ისინი ცდილობდნენ რუსული რაკეტის განეიტრალებას ცდილობდნენ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა  ასევე ისაუბრა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუშინდელ შეფასებაზეც, რომელმაც განაცხადა, რომ „ტრაექტორიის თვალსაზრისით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყოს გაშვებული“.