ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლე, შვილიშვილი მურუსიძის ცოლის ნათლული. კი ბატონო ვიცხოვროთ ასე – ვახო სანაია

“ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლედ გააყვანინა და შვილიშვილი მურუსიძის ცოლს მოანათვლინა. “- იუსტიციის საბჭოს წევრის ლევან გზირიშვილის შვილის და მოსამართლე ლევან მურუსიძის თანაშემწის, მოსამართლეებად დაინიშნვნას, ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მოსამართლედ დანიშნული კაცი, კასპში ქართული ოცნების, თავჯდოამრე იყო.

”გთხოვთ, გააზიაროთ ეს სტატუსი. უბრალოდ, მინდა, ყველამ წაიკითხოს. ქოცმა, ნაცმა და სხვებმაც. ეს ქვეყანა თუ გვინდა, კი ბატონო. ვიცხოვროთ ასე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ დანიშნა. ამ დანიშნული მოსამართლის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის ცოლია. ანუ ბაბუა საბჭოს წევრია, შვილი მოსამართლედ გააყვანინა და შვილიშვილი მურუსიძის ცოლს მოანათვლინა. ეს მოსამართლედ დანიშნული კაცი კასპში ქართული ოცნების ფრაქციის თავმდჯომარე იყო.”- წერს ვახო სანაია.

მოძრაობა ”სირცხვილიას” ცნობით, ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი მამა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს. საგულისხმოა, რომ 2014 წელს ალექსანდრე გზირიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე იყო. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის მეუღლეა.

აღნშნულ ფაქტს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც ეხმაურება  და აღნიშნავს, რომ “მამის დახმარებით ადამიანი მოსამართლე ხდება, დღეს ასეთი ქვეყანაა საქართველო”.

”მამის დახმარებით რომ ადამიანი მოსამართლე ხდება, დღეს ასეთი ქვეყანაა საქართველო
დიახ, დღეს ეს მოხდა… წავლენ ახლა და რომელიმე რესტორნაში აღნიშნავენ მორიგი მონის დანიშვნას.. ესაა დაპირებული რეფორმა? ან გატარებული რეფორმების შედეგი. ამ ქვეყანაში მხოლოდ კლანები და მათი ოჯახები უნდა დარჩნენ. სრულიად უპესპექტივო და უიმედო მდგომარეობაა. უბრალოდ მაინტერესებს, რა დავაშავეთ ასეთი”- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

მურუსიძის თანაშემწე და გზირიშვილის შვილი მოსამართლეები გახდნენ – ნაზი ჯანეზაშვილი