ბაგებში დაჭრეს საბაგიროს დაცვის თანამშრომელი

ბაგებში, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგიროს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები საბაგიროს დაცვის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ერთ-ერთს ჭრილობა მუცლის არეში მიაყენეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.