ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკოფიას გადაწყვეტილებით,  ,,საქართველოს ბანკზე” შეირაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის ნაცვლად  სასჯელს მისი ძმა, ბიძინა ესებუა, მოიხდის.

”უდანაშაულოდ ზის ჩემი შვილი, ბიძინა ესებუა და გვეშინია, კიდევ რამე რომ არ დაგვემართოს ჩვენ. ჩემი შვილი უდანაშაულოა და სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ და მივყვები ბოლომდე” – ამბობს ტარიელ ესებუა.

სამართალმცველები ამტკიცებენ რომ ბიძინა ესებუა იმ დროს დააკავეს, როდესაც მის ძებნილ ძმასთან მიდიოდა, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ეს ფაქტი პროკურატურამ რამდენიმე თვის განმავლობაში  ვერ დაადასტურა.