ბადრი ჯაფარიძე ალბათ მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას, პარტია იმსჯელებს – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავში სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას.

„იცით, რომ ჩვენ რუსთავში გვაქვს საკმაოდ ძლიერი და კარგი პოზიციები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევთანხმდებით, და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. სრულიად უსამართლოდ წაართვეს მას პარლამენტის მანდატი დღეს.

[…] მე ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, პარტია იმსჯელებს, მაგრამ მაგრამ დიდწილად ალბათ მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას”,– თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, მანდატის შეწყვეტის შემდეგ, ლელომ შუალედურ არჩევნებზე რუსთავში კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა. პარტიამ მოუწოდა ოპოზიციას, მათ კანდიდატს მხარი დაუჭირონ.