ბავშვები ნინოწმინდის პანსიონს დაუყოვნებლივ დატოვებენ – სასამართლომ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას რომ დაუყოვნებლივ დატოვებენ ბავშვები პანსიონს.”- თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.

” ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნPHR-ი გამართავს პრესკონფერენციაველყოფის გათვალისწინებით სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. რაც ნიშნავს იმას რომ დაუყოვნებლივ ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ანუ დღესვე ამწამიდან უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა დაწესებულებიდან”- განაცხადა ანა აბაშიძემ.