ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას – მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენზე

“ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას”- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მხრიდან, ”ბავშვების გადაბირებას აქვს ადგილი, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას”. მეუფე ნიკოლოზმა, ამის შესახებ, “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

”ძალიან მძიმე ბრალდებაა მის მიმართ, რომ ბავშვების გადაბირებას აქვს ადგილი. მე ახლა მას ვერ დავდებ ბრალს, ამასაც გამოძიება უნდა. ეჭვზეა ლაპარაკი. შეპირდა პირობების გაუმჯობესებას, მატერიალური, თუ სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას. მოსყიდვაზე რა ვიცი… შეპირდა, რომ გადაიყვანდა თბილისში, მაგალითად. ”-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.