„ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო”– ბაია პატარაია 9 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობაზე

„ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო”- უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც 9 წლის ბავ­შვზე სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა. ამის შესახებ, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

“გადარეულია ხალხი 9 წლის ბავშვის ამბით, რომელიც მოძალადეს გაექცა და თხრილში ჩავარდა, პოლიციამ საერთოდ თავს იკლავდაო. ვერაფერი გავიგე წესიერად, მაგრამ უკვე შემხვდა ვერსია: “მოეფერა და ბავშვმა შეცდომით აღიქვა”. აი, ამის მთქმელს და ამის დამწერს და ამის დამლაიქებელს მინდა ვაგინო ცოცხალ-მკვდარი. ისევ ბავშვია ხო დებილი და ის ახვარი პედოფილი კიდევ კარგი კაცი, ხო?!

ამ ბავშვის ნაბიჭვარი მამა კიდევ ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო და იმანაც, მე რას ვყვები, ბავშვი ყვებაო.

დამპალი ქვეყანა ვართ – მარტო კაცები გვიყვარს, მათ შორის პედოფილი კაცები; ქალები, ბავშვები, მოხუცები, განსხვავებულები – გვძულს.

ხოდა ეს სიყვარული არაა, მეგობრებო, ესაა ჩმორობა და შიში. კაცები კი არ გვიყვარს, კაცების გვეშინია და ვჩმორდებით მთელი საზოგადოება, როგორც ასეთი.

იმ დამპალ მამამისსაც შეეშინდა მოძალადის, პრობლემები არ შემიქმნასო, ხოლო დედამისს შეეშინდა ცალკე მოძალადის და ცალკე საკუთარი ქმრის და ბავშვს შეეშინდა ყველასი – რადგან ბავშვი მარტოა ამ ქვეყანაში.

და საზოგადოება? ხალხი რანაირად ამართლებს მოძალადე პედიფილს???? სანამ ყველა მკვლელს და ყველა გამაუპატიურებელს კარგად დაახასიათებენ მეზობლები და სანამ პრობლემას და ბრალეულობას მსხვერპლში ვეძებთ, მანამდე არ გვეშველება არაფერი; პოლიტიკაშიც კი მხოლოდ ძალადობრივ რეჟიმებს დავუჭერთ მხარს”- წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის ერთ-ერთ უბანში, სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა. ის სხეულის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.არასრულწლოვნის მშობლები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები მუშაობენ.