ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფიცირებულებისთვის ადგილები აღარ აქვთ

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფიცირებულებისთვის ადგილები აღარ აქვთ. ამის შესახებ,  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, იგეგმება ზოგიერთი პაციენტის საკარანტინე ზონაში გადაყვანა და მერე გამოთავისუფლდება ადგილები.

“გუშინდელი ზოგიერთი პაციენტი, უადგილობის გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ და დღეს სომატურ განყოფილებაში უნდა გადმოვიყვანოთ. თუ პაციენტებს საკარანტინო ზონაში გადავიყვანთ, ვნახავთ, რამდენი ადგილი გამოგვითავისუფლდება”, – განაცხადა კიკაბიძემ.