ბათუმის საკრებულოში ვითარება დაძაბულია – ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

დაძაბული ვითარებაა ბათუმის საკრებულოში, ბიუროს სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ რომლებიც,  “ქართული ოცნების” საკრებულოს ძველი შემადგენლობით ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არალეგიტიმური და არაკანონიერი გადაწყვეტილებაა.

ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს ლიდერები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, ელგუჯა ბაგრატიონო, ირაკლი კუპრაძე და სხვები.