ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს – მისი მდგომარეობა მძიმეა

ცოტახნის წინ ბათუმის ბულვარში არასრულწლოვანი დაჭრეს.  17 წლის დაჭრილი ბიჭი კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი. კლინიკის ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

“21 საათსა და  55  წუთზე 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობით შემოიყვანა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება ოპერაცია, – ამბობენ კლინიკაში “მთავართან” საუბრისას.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.