ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა.

“ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ, არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილი მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი, არც მომხდარის მიზეზი ვიცი”,- ამბობს თვითმხილველი.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.