ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს  გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

“ბუშტების გამო დააკავეს ადამიანები, რაც არის სრულიად სირცხვილი. ზოგი ჭყლეტაში გახდა ცუდად, 1 ადამიანი დაკავების დროს პოლიციას გამოვტაცეთ ხელებიდან. უამრავი ადამიანი მოდის აჭარის მთავრობის სახლთან პრობლემებით და მაინც არ ჩნდება რიჟვაძე. გაგრძელდება პიკეტირება ყოველდღიურ რეჟიმში”, – თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ხმაური ბათუმში დღეს დილითაც იყო – აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ის 1 თვეა მოსახლეობასთან არ ჩნდება.როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კირთაძემ TV პირველს განუცხადა, აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა მინიმუმ, 4 ადამიანი. მისი განცახდებით, მათ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო ერთი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.