პარასკევი, 19 აპრილი , 2024, 19:26

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დააკავეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, დავით გეგიაძესა და ბათუმის რესპუბლიკური საავდმყოფოს ექიმს შორის კონფლიქტი მოხდა.

საქმე ეხება გუშინ, 21 სექტემბერს, გვიან ღამით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს. დავით გეგიაძoს ადვოკატის, ბადრი ბერიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოში ახლობლის მოსანახულებლად მივიდა რა დროსაც ერთ-ერთ ექიმს შორის შელაპარაკება მოხდა. სამედიცინო პერსონალისა და დაკავებულის ადვოკატის განცახდებით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას თუმცა  ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.