ბათუმში, ზღვაში ცხედარი იპოვეს

ბათუმში, სანაპიროდან 700 მეტრის სიღრმეში კაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცხედარი მყვინთავმა მაშველებმა სანაპიროზე უკვე ამოასვენეს და მიმდინარეობს მისი იდენტიფიკაცია.