ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ უწყება აღნიშნულ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის.

„ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, შეისწავლის ამ შემთხვევას. საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური იმ მონაცემების საფუძველზე, რაც აქამდე გვქონდა. სხვა დანარჩენ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფორმაციის გაანალიზებისთვის, ამას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი2-ის“ ეთერში.