ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადამოვარდა და დაიღუპა

ფოტო: მთავარი არხი

ბათუმში, ფიროსმნის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 30 წლამდე კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

კაცი მაღალ სართულზე სარეკლამო ეკრანს ამონტაჟებდა. ის ერთ-ერთ კომპანიაში IT სპეციალისტად მუშაობდა.

შრომის ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.