ბათუმში ქალის და კაცის ცხედრები იპოვეს

დღეს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. კაცის ცხედარი კორპუსის ეზოში ნახეს, ქალის გვამი კი კორპუსის მე-19 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში.

მეზობლების ინფორმაციით, დილის 6 საათზე, მე-19 სართულიდან ხმაური შემოესმათ, რის შემდეგაც კორპუსის ეზოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

გარდაცვლილები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.