ბათუმში ქალი მე-13 სართულიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, კორპუსის მე-13 სართულიდან 51 წლის ქალი გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, ქალი ავტომობილს დაეცა.

დაშავებული კლინიკა “ბრაზელში” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და გამოკვლევები უტარდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.