ბათუმში ჩვენი ოფისის ხელმძღვანელი აქციაზე უკანონოდ დააკავეს – სირცხვილია

მოძრაობა “სირცხვილია აცხადებს, რომ ბათუმში აქციაზე მათი ოფისის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააკავეს.

“ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავეს “სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი.

სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს”,– წერია სირცხვილიას განცხადებაში.