ბაიდენს კანის სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გასულ თვეს ჯანმრთელობის რუტინული სკრინინგის დროს კანის სიმსივნური დაზიანების მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა.  ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ს პრეზიდენტს ბაზალუჯრედოვანი კარცინომა დაუდგინდა, რომელიც, მეტასტაზებს არ წარმოქმნის.

პრეზიდენტის  ექიმმა, კევინ ოკონორმა განაცხადა რომ  ბაიდენს ოპერაცია 16 თებერვალს ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, ვაშინგტონის მახლობლად ჩაუტარდა.

  • “შემდგომი მკურნალობა არ არის საჭირო”. – თქვა მან.