ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი – ESPN

სპორტული მედიასაშუალების, ESPN-ის ცნობით, ქართველო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. მედიის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა ოფისმა ფაქტზე გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და ის მალე უნდა დასრულდეს.

ESPN წერს, რომ ორგანიზაცია 2016 წელს ჩატარებულ, სავარაუდოდ, გარიგებით ჩატარებულ მატჩს იკვლევს, ეჭვის დადასტურების შემთხვევაში კი, ნიკოლოზ ბასილაშვილს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.