ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიას მოზარდი და მისი მშობლები ემსხვერპლნენ

ფოტო: Palitravideo.ge

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან – დაღუპულია 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინიალისტები.