ბაჩალიაშვილის დედა FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი FBI-ს ექსპერტების ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს. როგორც მან გაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში თქვა, აქციის მოწყობას ის ხვალ, 4 აგვისტოს 12 საათზე აპირებს.

“ამდენი ხანია არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ. ამიტომაც მე იძულებული ვარ. FBI-ს ჩართვა მოვითხოვო. ამისთვის ხვალ 12 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას აშშ-ს საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ, ვინც მწერდა მესენჯერში, მისამძიმრებდა, თუკი რამით შეგვიძლია დახმარებაო, აი, დადგა მომენტი, როცა შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება. რაც მეტი ვიქნებით, ქუდზე კაცი თუ გამოვა და დამიდგებით გვერდში და მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს, დიდი მადლობელი ვიქნები”, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, თუ პროკურატურამ FBI-ს ჩართვაზე უარი განაცხადა, ამით ისინი “საკუთარ თავს გაყიდიან”.