ბაჩალიაშვილის საქმე – პოლიციამ დავით ფურცხვანიძე დააკავა

თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ფურცხვანიძის ოჯახი. მათი თქმით, ფურცხვანიძე დღეს დილით დააკავეს, თუმცა რის საფუძველზე, არ იციან.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

პროკურატურამ ექსპერტიზით დაადგინა, რომ ფოტოები გაყალბებულია.