ბახმუტთან ვაგნერის საბრძოლო მასალების საცავები გავანადგურეთ – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ვაგნერის დაჯგუფების საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე,  ანა  მალიარი ტელეგრამზე წერს. ამ განცხადებამდე, მალიარი აღნიშნავდა, რომ ოკუპანტები 9 მაისამდე ცდილობენ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ამის გამო კი ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები სხვა მიმართულებებიდან ჩამოიყვანეს.

“ჩვენი მებრძოლების მიერ განადგურებულია ვაგნერელების საბრძოლო მასალების საცავები. ამიტომ, ჩვენც მთელ ძალებს ვიყენებთ მტრის გასანეიტრალებლად”, – თქვა მალიარმა.

დღეს, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ 10 მაისს “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს და ქალაქს თავდაცვის ძალებს აბარებენ. მიზეზად პრიგოჟინი საბრძოლო მასალების უკმარისობას ასახელებს.

პრიგოჟინის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან გამოაქვეყნა შემზარავი ვიდეო, სადაც ის დადიოდა დაღუპულ “ვაგნერელების” ცხედრებს შორის და სთხოვდა თავდაცვის ჩინოვნიკებს საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას.

“რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა  გამოაქვეყნა ვიდეო  რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს ადანაშაულებს და აგინებს   რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვასილი გერასიმოვს.

“აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ… ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან… ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?”. – ამბობს პრიგოჟინი.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

“რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას.