“ბებომ ლამის მუხლებზე დამიჩოქა, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო”- კიდევ ერთი მოქალაქე რომელიც ბერა ივანიშვილისგან მუქარაზე ალაპარაკდა

”ბებომ ლამის მუხლებზე დამიჩოქა, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო”- ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ  აუდიოჩანაწერებს არაერთი მოქალაქის გამოხმაურება მოჰყვა, რომლებიც იხსენებენ მათზე მუქარებს, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილზე და ბერა ივანიშვილზე ხუმრობასა და კრიტიკას მოჰყვა. ამჯერად, აუდიოჩანაწერს, ქრისტინე მარტიაშვილი გამოეხმაურა რომელიც ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ბებიამ, რომელიც მთელი ცხოვრება შსს-ში მუშაობდა, ბერას სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის შემდეგ, სოციალურ მედიაში ნაკლები პოლიტიკური აქტიურობა სთხოვა.

“ფეისბუქპოსტში “მამული, ენა, სარწმუნოება” ეწერა და დავუწერე, რომ ბერა, ძალიან კარგია, რომ ასე წერ, მაგრამ მგონი, “ენა, მამული, სარწმუნოებაა” სწორი-მეთქი. აქედან დაიწყო ყველაფერი. გამოვირჩეოდი პოლიტიკური სტატუსებით და აქტივობით იმიტომ, რომ ყველაფერზე მქონდა ჩემი აზრი, ამ აზრს ვაფიქსირებდი ხოლმე. ბებია შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა თითქმის ნახევარი ცხოვრება, 2019 წლის მიწურულს, დაახლოებით შემოდგომით დამირეკა და მთხოვა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ორი წუთით მივსულიყავი. ასე არასდროს მოუთხოვია ჩემი სახლში მისვლა. იყო სულ ჭრელი სახეზე, ნერვიულობისგან, კანკალებდა და ლამის მუხლებზე დამიჩოქა, რომ გეხვეწები, აღარაფერი დაწერო პოლიტიკაზეო. კონკრეტულად ვინ დაურეკა და რატომ, არ უთქვამს და ასეთი კატეგორიულიც არასდროს ყოფილა, რადგან მე და ბებოს ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ძალიან ვიჩხუბეთ მაგ დღეს იმიტომ, რომ ძალიან გაღიზიანებული და შეშინებული იყო. ასეთი სიტყვები მითხრა, რომ შემთხვევით სადმე ტაქსიში არ ჩაჯდეო და ვერ მივხვდი თავიდან. არაფერზე პასუხი არ გამცა, ერთადერთი ის მითხრა, რომ ვიღაცას ხომ გამოჭრეს უკვე ყელი და რა გინდა, რომ მომკლა ნაადრევადო?”, – ამბობს ქრისტინე მარტიაშვილი TV პირველის ეთერში.

ის, ასევე, ყვება, რომ 3 თვის წინ მეგობართან სატელეფონო საუბარში უცნობი პირი ჩაერთო.

ქრისტინე მარტიაშვილმა დღეს პოსტიც გამოაქვეყნა ფეისბუქგვერდზე, სადაც ყვება, რომ 3 თვის წინ მეგობართან სატელეფონო საუბარში უცნობი პირი ჩაერთო. :

“ვიცი რომ ეხლა დედაჩემი ისევ გაბრაზდება ამას რომ ვწერ,მაგრამ ამდენ ადამიანს რომ ვხედავ იგივე მდგომარეობაში და თან ზოგის კომენტარს,რომ შეთითხნილი ისტორიაა მეცინება,თან ვბრაზდები!ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება,რომ მისმენენ და ეჭვი გამიმართლდა 3თვის წინ როდესაც ეთოს ველაპარაკებოდი,90ანებში შუა საუბარში რომ ერთვებოდნენ ტელეფონზე,ისე ჩამერთო ვიღაც გურამი.სულ მგონია,რომ ჩემი სოც ქსელიც კონტროლდება.შარშანწინ,სანამ ბებია კიდევ ცოცხალი იყო,დამირეკა ძალიან აღელვებულმა,ძალიან გთხოვ სულ 2 წუთით შემომიარეო.ბებიას სიმსივნე ჰქონდა ბოლო 6 წელი,ნახევარი ცოვრება ჯერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მერე ჩიტაძეზე,ძალიან უშიშარი ადამიანი იყო.ვიღაცამ დაურეკა და უთხრა,შენ შვილიშვილს დააყენებინე,სანამ ჯანმრთელიაო.ეგეთი აჭრელებული სახით,ეგეთი განერვიულებული და შეშინებული მე ნაზიკო არ მახსოვს.მაშინ სასაცილოდ არ მეყო,ახლა კი ვხვდები რაშიც იყო საქმე.ვიკამათეთ,ნუ მიკრძალავთ ჩემი აზრის დაფიქსირებასთქო.(მაშინ ბევრად აქტიური ვიყავი)ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს ეშინია აზრის დაფიქსირება და ფაქტია თავს არიდებენ.:)))ბერას სიმღერასთან დაკავშირებული ისტორია კი დავწერე,მაგრამ ის რაც სტუდიაში ვნახე ეგ აღარ დამიწერია.2011 წელი იქნებოდა ალბათ,სიმღერა სმს-თვის ვიყავი სტუდიაში,ცოტა ხანში ატყდა განგაში და შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი,ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი.შემოიტანეს მაკბუკები და დაიწყეს ექაუნთების კეთება,ვიღაც ცუდ კომენტარებს მიწერს და გავარკვიოთ ვინ არისო.ამიკომ მე ორნაირ პროფილს გავაკეთებ,ერთიდან გაგინებ,მეორედან ამ ტიპს გავლანძღავ და გავარკვევ ვინ არისო.ზუსტად მახსოვს ბერას სიტყვები “ხო იცი ძმაო ეგ საიდანაც მოდის?!”ხოდა გავარკვიოთო:)))ნუ მაშინ მე ვერაფერს მივხვდი.გადის რამდენიმე თვე და ბერამ დაიწყო სტატუსების ქართულად წერა,ერთერთი სტატუსი იყო “მამული,ენა,სარწმუნოება!” რაზეც მივუწერე,რომ კარგია,ქართულად რომ წერდა,მაგრამ სწორი “ენა,მამული,სარწმუნოება!” იყო,2 წამში შემომივარდა ამიკო ჩატში და დაიწყო ჩემი ლანძღვა:)))თურმე როგორ მყვარებია ილია და მილიონი დამამცირებელი ტექსტები:))1% არ მეპარება ეჭვი,რომ ჩანაწერი ნამდვილია:))))”,  წერს ის.

 

2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა – მუსიკოსი

ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა, დიმიტრი სამხარაძეს უნდოდა თავის გამოჩენა და უნდა მოვეკალი – მუსიკოსი