სამშაბათი, 16 აპრილი , 2024, 13:58

ბევრნი ხართ, თავი შეიკავეთ პერსონალის ლანძღვისგან – იმუნიზაციის ცენტრი

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პაციენტებს მოუწოდებს, პერსონალის ლანძღვისგან თავი შეიკავონ და რეკომენდაციები დაიცვან.

“პაციენტებს ვთხოვთ თავი შეიკავონ პერსონალის ლანძღვისგან და დაემორჩილონ წ ე ს ე ბ ს !!! ბევრნი ხართ, რადგან ორ სხვა კლინიკაში ვერ გემსახურებიან, რატომ? იმ “კოვიდის” გამო, რომლისაც არ გჯერათ, და თუ კარგად ვერ გააცნობიერებთ, რაც ხდება და წესებს არ დაემორჩილებით, ჩვენს პერსონალს რისკს შეუქმნით, განგიმარტავთ გასაგებად: თუ ექიმი და ექთანი ავად გახდება, ჩვენ ვეღარ მოგემსახურებით… რჩევის სახით გეტყვით მოერიდეთ ზედმეტ მოძრაობას, ქუჩის ცხოველებთან კონტაქტს, ჟანგიან ლურსმნებს და თუ მაინც მოგიწიათ ჩვენთან ვიზიტი გაგებით შეხვდით წინააღმდეგობებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამძლეობას! – წერია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინფიცირების 1194 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15.