“ბევრ კითხვას სვამო” – BMG-ის ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს

“ბევრ კითხვას სვამო” – BMG-ის ჟურნალისტი, თელარა გელანტია აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს.

“მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა – სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია – უთხრეს და მითხრა) (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს – სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…

გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმა (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ”. – ამბობს ჟურნალისტი.