“ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას მოვლენების განვითარებასთან ერთად… პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განცხადებები გვერდზე გადავდოთ და მოვუსმინოთ, რას ამბობს ბელარუსული მხარე, ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც უკვე ამ ბარბაროსული უკანონო აგრესიის თანამონაწილეა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ესკალაციას, საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და [ევროკავშირის] წევრი ქვეყნების რეაქციის გარეშე არ დარჩება”.

აცხადებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი, პიტერ სტანო.