ბელგიელ პრინცს კორონავირუსი დაუდგინეს

პრინცი იოახიმი ფოტოს შუაში

ბელგიელ პრინც იოახიმს კორონავირუსი დაუდგინეს. ის ბელგიის ყოფილი მეფის, ალბერტ მეორეის შვილიშვილი და ამჟამინდელი მეფის, ფილიპის ნათესავია. დიაგნოზის დასმამდე ცოტა ხნით ადრე პრინცი ესპანეთის ქალაქ კორდოვაში წვეულებაზე ნახეს. ბელგიის სამეფო სახლმა დაადასტურა, რომ იოახიმი მართლაც იმყოფებოა 24 მაისს ესპანეთში სამუშაო ვიზიტით, თუმცა ცნობილია, რომ პრინცს დიდი ხანია ურთიერთობა აქვს ესპანელ ქალთან.

ესპანური პრესა იტყობინება, რომ 27 მაისს პრინცი კერძო წვეულებაზე იყო, რომელზეც 27–მა ადამიანმა მოიყარა თავი, რაც კარანტინის რეჟიმის სასტიკი დარღვევაა. ბელგიური პრესა კი ამტკიცებს, რომ წვეულებას 10–12 ადამიანი ესწრებოდა და ეს დარღვევა არ არის.

ბელგიის სამეფო სახლი აცხადებს, რომ პრინცს დაავადების სუსტი სიმპტომები აქვს და მისი მდგომარეობა საშიში არ არის. ყველა, ვისაც კორდოვაში გამართულ წვეულებასთან კავშირი ქონდა კარანტინში გაგზავნეს.