ბელგოროდში, რუსეთის სამხედრო ობიექტზე ხანძარია

რუსეთში, ბელგოროდის რაიონში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტთან ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

“სამი მუნიციპალიტეტის – ბორისოვის და ბელგოროდისა და იაკოვლევის რაიონების საზღვართან ხანძარი გაჩნდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტის ტერიტორიაზე”,- წერს ის ტელეგრამზე.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

გლადკოვმა აღნიშნა, რომ ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. მან პირობა დადო, რომ შემთხვევის შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.