“თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს.
ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს.
რაც შეეხება ბელორუსიიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელორუსთა განწყობას. ბელორუსში ძალებს ანლაგებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რათა უკრაინამ სამხრეთში და აღმოსავლეთში გამოსაყენებელი ძალების ნაწილს მუდმივად ინარჩუნებდეს ბელორუსის საზღვრებზე.”

უკრაინაში ფრონტის ხაზზე, კერძოდ ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელიც მის პირად Facebook გვერდზე ქვეყნდება.